კომპანიის უსაფრთხოების პოლიტიკა

შპს "ტექნოკრედიტი" მადლობას გიხდით ვებ გვერდზე ვიზიტისათვის და აფასებს იმ ინტერესს, რომელსაც იჩენთ კომპანიის სერვისებისა და პროდუქტების მიმართ.

თქვენს მიერ სესხის მოთხოვნის განაცხადში დაფიქსირებული ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვა ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია, ამიტომ ჩვენ ვიცავთ და ვუფრთხილდებით თქვენს პერსონალურ მონაცემებს, რომელიც შეგროვდა და მუშავდება ვებ გვერდზე.

ვებ გვერდის მეშვეობით მოპოვებული თქვენი პერსონალური მონაცემები დაცულია უნებართვო წვდომისგან, გამოყენებისგან, დაკარგვისგან ან/და განადგურებისგან.

ჩვენი გუნდი

  • იზრუნებს თქვენი პერსონალური მონაცემების უსაფრთხოებაზე;
  • არ გამოიყენებს მონაცემებს არამართლზომიერად.

ვის შეიძლება გადაეცეს კომპანიის მხრიდან თქვენზე შეგროვებული ინფორმაცია?

სახელმწიფო სამართალდამცავ ორგანოებს ან ერთეულებს, მარეგულირებელ ორგანოებს ან ნებისმიერ სხვა პირს, მოქმედი კანონმდებლობის, რეგულაციების, სასამართლო განჩინების ან სახელმწიფო მარეგულირებელი ორგანოს ოფიციალური მოთხოვნის საფუძველზე, ან/და მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე წარმართული ნებისმიერი მსგავსი პროცესის საფუძველზე.

გაქვთ შეკითხვა?

დაგვიკავშირდით

ან მოითხოვეთ კონსულტაცია ავტო სესხთან დაკავშირებით

დაჯავშნე ვიზიტი