წესები და პირობები

წინამდებარე დოკუმენტი არის შპს ,,ტექნო კრედიტ პლიუსის’’ (საიდენტიფიკაციო ნომერი 405307332) საკუთრებაში არსებული ვებ-გვერდით, www.technocredit.ge, სარგებლობის წესები და პირობები.

ქვემოთ ჩამოთვლილი ტერმინები განიმარტება შემდეგნაირად:

  • ტექნოკრედიტი/ ჩვენ - სესხის გამცემი სუბიექტი შპს ,,ტექნო კრედიტ პლიუსი’’;
  • მომხმარებელი/თქვენ - ნებისმიერი 18 წლის ასაკს მიღწეული (ქმედუნარიანი) ფიზიკური პირი, რომელიც სტუმრობს ამ ვებგ-გვერდს და სარგებლობს ვებ-გვერდზე არსებული სერვისებით;
  • ვებ-გვერდი - ტექნო კრედიტ პლიუსის საკუთრებაში არსებული ვებ-გვერდი www.technocredit.ge;
  • ინფორმაცია - მომხმარებლისგან ან მესამე პირისგან მიღებული პერსონალური და ფინანსური ინფორმაცია;
  • რეგისტრაცია - ვებ-გვერდზე პირადი ანგარიშის შექმნა;
  • ანგარიში - მომხმარებლის მიერ www.technocredit.ge-ზე რეგისტრირებული პირადი გვერდი.

წინამდებარე წესები და პირობები წარმოადგენს იურიდიული ძალის მქონე შეთანხმებას მომხარებელსა და ტექნო კრედიტ პლიუსს შორის. ამ წესების და პირობების გაცნობით, ჩვენ გვსურს, რომ თქვენ მოგაწოდოთ ის მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია ვებ-გვერდის მომხმარებელსა და მოხმარებასთან.

აღნიშნული წესები და პირობები განკუთვნილია მომხმარებლებისათვის, რომლებიც დაინტერესებული არიან ტექნო კრედიტ პლიუსისაგან ფინანსური მომსახურების მიღებით და არეგულირებს მათ მიერ ვებ-გვერდის გამოყენებას. იმ შემთხვევაში, თუ თქვენ სარგებლობთ ჩვენი ვებ-გვერდით, ეს ნიშნავს, რომ თქვენ ეთანხმებით ჩვენი ვებ-გვერდის გამოყენების პირობებს.

თქვენ მიერ სერვისებით სარგებლობის ფაქტი ავტომატურად მოგაქცევთ ვებ-გვერდის გამოყენების წესების და პირობების მოქმედების სფეროში და გულისხმობს იმას, რომ თქვენთვის ცნობილია ვებ-გვერდის გამოყენების წესები და პირობები და სრულად ეთანხმებით მათ.

რას ნიშნავს ვებ-გვერდით სარგებლობა

ჩვენი ვებ-გვერდის საშუალებით თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რეგისტრაციის გარეშეც გაეცნოთ ინფორმაციას იმ ფინანსური პროდუქტების შესახებ, რომელსაც ჩვენ ვთავაზობთ მომხმარებლებს. თუმცა, სასესხო განაცხადის განსახილველად ჩვენ ვამუშავებთ თქვენს პერსონალურ ინფორმაციას საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესების დაცვით და გარეგისტრირებთ ჩვენს მომხმარებელთა ბაზაში.

პერსონალური ინფორმაცია

სერვისის მიღების პროცესში, თქვენ გვაწვდით ინფორმაციას, რომელიც შეიძლება დამუშავდეს და შენახულ იქნეს ჩვენ მიერ.

ინფორმაციის დამუშავების პროცესში მაქსიმალურადაა დაცული საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები. ინფორმაციას ვამუშავებთ იმ ზომითა და მოცულობით, რაც საჭიროა მომსახურების გასაწევად, შეფასებისა და ანალიზისთვის.

ჩვენ მკაცრად ვიცავთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს. ინფორმაცია პერსონალური მონაცემების დაცვაზე იხილეთ ბმულზე: პერსონალური მონაცემთა დაცვა.

კონფიდენციალურობის დაცვა

ტექნო კრედიტ პლიუსი მაქსიმალურად უზრუნველყოფს მისთვის მიწოდებული კონფიდენციალური ინფორმაციის მაქსიმალურ დაცულობას კანონმდებლობით დადგენილი წესით. ჩვენი მხრიდან კონფიდენციალური ინფორმაციის გადაცემა ხორციელდება თქვენი წინასწარი თანხმობით, ან კანონით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში. ტექნო კრედიტ პლიუსი იხსნის პასუხისმგებლობას მესამე პირების მიერ თქვენი მონაცემების არასანქცირებულ წვდომაზე ამ მონაცემების ჩვენთვის მოწოდების დროს. კონფიდენციალური ინფორმაციის ჩვენთვის მოწოდების დროს, მომხმარებელი ვალდებულია, არ გამოიყენოს ისეთი ავტომატური საშუალებები, რომლებმაც შესაძლოა საფრთხე შეუქმნას ჩვენს უსაფრთხოებასა და დაცულობას. ვებგვერდის სტუმრობისას, თქვენ მიერ დატოვებული ნებისმიერი „ელექტრონული ნაკვალევი", შესაძლოა გამოყენებულ იქნას ტექნო კრედიტ პლიუსისთვის დამახასიათებელი ტექნიკური ოპერაციების განსახორციელებლად, სტატისტიკის საწარმოებლად, ან ვებ-გვერდის ხარისხის გასაუმჯობესებლად. წინამდებარე წესებსა და პირობებზე დათანხმებით, მომხმარებელი ადასტურებს მასთან გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში ტექნო კრედიტ პლიუსისთვის მინიჭებულ უფლებას, გაუგზავნოს მომხმარებელს შეტყობინება (მათ შორის, ელექტრონული ფორმით: მოკლე ტექსტური შეტყობინება, ელექტრონული ფოსტა) ვებგვერდზე მითითებული პროდუქტისა თუ მომსახურების თაობაზე.

ინტელექტუალური საკუთრება

ის მასალა, რომელიც განთავსებულია ვებ-გვერდზე, მის შინაარსზე, სტრუქტურაზე და დიზაინზე, მათ შორის ჩვენი სავაჭრო ნიშნ(ებ)ი, ლოგო, განკუთვნილია არაკომერციული გამოყენებისთვის, დაცულია საავტორო უფლებებით, წარმოადგენს შპს ტექნო კრედიტ პლიუსის ინტელექტუალური საკუთრების ობიექტს და მათზე სრულად ვრცელდება შპს ტექნო კრედიტ პლიუსის საკუთრების, საავტორო და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა თანმდევი ქონებრივი და არაქონებრივი უფლება. აკრძალულია ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის მთლიანად ან ნაწილობრივ გამოქვეყნება, რეპროდუქცირება, დისტრიბუცია, შესრულება, მოდიფიცირება, გარდაქმნა, გადაცემა, შენახვა ან ნებისმიერი სხვა ფორმითა და საშუალებით ექსპლოატაცია.

პასუხისმგებლობის შეზღუდვა

ტექნო კრედიტ პლიუსი არ არის პასუხისმგებელი ვებ-გვერდის გამოყენებით გამოწვეულ რაიმე სახის ზიანზე და დანაკარგზე, რომელიც მოიცავს პირდაპირ, არაპირდაპირ, განზრახ, გაუფრთხილებლობით, უნებლიედ, მიზეზ-შედეგობრივ, არასახელშეკრულებო ზიანს. მიუხედავად აღნიშნულისა, ჩვენ ვიღებთ ყველა გონივრულ ზომას, რათა ჩვენს ვებ-გვერდზე წვდომა იყოს მუდმივი, უწყვეტი და უსაფრთხო. ამასთან, ჩვენ არ ვიძლევით რაიმე გარანტიას იმის თაობაზე, რომ ჩვენი ვებ-გვერდით ან მისი რომელიმე სერვისით სარგებლობა იქნება დაცული კომპიუტერული ვირუსებისაგან. მსგავსი სახის რისკებისაგან დასაცავად, თქვენ უფლებამოსილნი ხართ მიიღოთ და დანერგოთ პრევენციისა და დაცვის ინდივიდუალური ზომები. ჩვენ არ ვიღებთ პასუხისმგებლობას ზიანზე, რომელიც სერვისებით სარგებლობის დროს შეიძლება გამოიწვიოს კომპიუტერულმა დაინფიცირებამ. ჩვენ არ ვიღებთ პასუხისმგებლობას იმ შემთხვევებში, თუ ვებგვერდის შემადგენელი გარკვეული კომპონენტები არაა ხელმისაწვდომი თქვენთვის. აგრეთვე, ჩვენ არ ვიღებთ პასუხისმგებლობას იმ ზიანზე (ზარალზე), რომელიც, შესაძლოა, ჩვენი სერვისების ან მათი ცალკეული კომპონენტების შეფერხებით ან დაგვიანებით მოწოდებამ გამოიწვიოს.

ცვლილების განხორციელება

ტექნო კრედიტ პლიუსი უფლებამოსილია დრო და დრო შეიტანოს ცვლილებები წინამდებარე წესებსა და პირობებში. ასევე, შესაძლოა შეიცვალოს ვებ-გვერდის დიზაინი ან მასზე განთავსებული პროდუქტების პირობები. ჩვენ უფლება გვაქვს მსგავსი ცვლილებები განვახორციელოთ ცალმხრივად ნებისმიერ დროს, თქვენი წინასწარი შეტყობინების გარეშე. ასევე, არ გვაქვს ვალდებულება გაცნობოთ თუ რა შეიცვალა ჩვენს ვებ-გვერდზე.

მარეგულირებელი სამართალი და დავების გადაწყვეტა

წინამდებარე წესები და პირობები რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, მიუხედავად იმისა არის თქვენი ადგილსამყოფელი საქართველო თუ არა. ნებისმიერი უთანხმოება, რომელიც შეიძლება წარმოიშვას ამ ვებ-გვერდის გამოყენების წესებსა და პირობებთან დაკავშირებით წყდება ურთიერთმოლაპარაკების გზით. შეუთანხმებლობის მიუღწევლობის შემთხვევაში დავა განიხილება საქართველოს სასამართლოებში მიმართვის გზით.

საკონტაქტო ინფორმაცია

ნებისმიერი შეკითხვის შემთხვევაში, რაც დაკავშირებულია წინამდებარე წესებსა და პირობებთან, ასევე ვებ-გვერდზე მითითებულ ინფორმაციასთან, გთხოვთ, მოგვმართეთ წერილობით შემდეგ მისამართზე: საქართველო, ქ. თბილისი, ალ. ყაზბეგის გამზ. N 35, ან მოგვწერეთ ელექტრონულ ფოსტაზე: info@technocredit.ge.

დაჯავშნე ვიზიტი